“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანის ოლქში, ნიკა მელია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ამბობს, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას:
“ხელისუფლება ვერ იაზრებს რას აკეთებინებს თავგაცხელებულ ადამიანს. დავუშვათ თავში მომხვედროდა ის ქვა და მოვმკვდარიყავი, ამით არჩევნებს მოიგებდა ქართული ოცნება?! ვეღარც ფიქრობენ, ისეთ “სპირალში” არიან შესულები, ვეღარ ხვდებიან, ის ქვა შეიძლება ქართული ოცნების, მხარდამჭერსაც მოხვედროდა აქ, ბავშვს, ან დედას, ან მამას. ნებისმიერ ადამიანს.
კონკურენტი მყავს კალაძის ძმაკაცი, რომელსაც შანსი არ აქვს უბრალოდ გამარჯვების, მაგრამ წირვაში დაღლილი მღვდელივით, თითქოს უმწიკვლო ადამიანია, ისე რომ წარმოაჩენს თავს, სინამდვილეში საერთოდ არ გამკვირვებია, რომ ეს ადამანი ქვას ისვრის”
კომენტარები