აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადასტურებს.
„აეროპორტების გაერთიანების ყოფილ ხელომძღვანელს ახალი გამოწვევა აქვს ახლა და ახალი სფერო ჩაბარდება. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, თვითონ მოგახსენებთ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო უბანზე გადადის.
ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ახალი ხელმძღვანელი წარვადგინოთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენ განცხადებას დღის მეორე ნახევარში გავაკეთებთ. ასევე ძალიან ძლიერი პროფესიონალია მისი შემცვლელი და ერთი თვისება აქვს კიდევ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვი.
მე გპირდებით, რომ წლევანდელი წელი აეროპორტების გაერთიანებისთვის ახალი ენერგიის წელი იქნება, ახალი პროექტების წელი, ახალი ტემპის წელი და გაუმჯობესებული ხარისხი ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტების მომსახურების თვალსაზრისით“
გვახსოვს რამდენიმე დღის წინ ნათია თურნავამ აეროპორტები რომ დაირბინა და ტუალეტები და ავეჯი არ მომეწონაო, რომ ბრძანა.
ახლა რამდენად იყო აეროპორტების გაერთიანების დირექტორის შეცვლის დრო – ექსპერტები იტყვიან, მაგრამ…
რა თვისება აქვს ასეთი ახალ დირექტორს?
ძლიერი პროფესიონალია, მარა, კიდოო?
რა არის ის ერთი თვისება, ჯერ რომ ვერ გვეტყვიან?
ალია
კომენტარები