სუსი უფროსის ყოფილი პირველ მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“კიტა იზორიზე მინდა დავწერო ორი სიტყვა და ვურჩიო მას სამომავლოდ. ვიცნობ პირადად ახლოს და ვიცი მისი სიტუაცია სრულად. ჩემო კიტა, რომ არ “გაგაკრან ჯვარზე” აწი, შენ და შენი ოჯახი, უნდა შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და გახდე თავმჯდომარე. რუსეთთან პატარა “დვიჟენიაც” უნდა მოიყვანო, ულვაში გინდა მოუშვი გინდ არა:) (აბა კანადა- ამერიკაში, რომ გაკვალული გაქვს გზა რა გგონია?);)
და მერე თუ გინდა აგინე პოლიციელებს, თუ გინდა თავში ხელი ურტყი,ყველაფერი გატარებული იქნება, არც შინაური გაგინებს და არც გარეული,ასეთია ჩემი კომენტარი?
პ.ს. ამ ისტორიას ჰქონდა წინა ისტორია რომელიც არ გამოვიდა სააშკარაოზე, იცოდა იმ ვანოს ფანკლუბმა ვინც იყო ეს მოქალაქე წანასწარ, ადვილად რომ წამოაგებდნენ პროვოკაციაზე ისიც იცოდა, (კიტას უსამართლობაზე ეკეტება). ხოდა ეხლა რატომ გამოაგდო ეს ვიდეო? ვერ ხვდებით? პატრონი გამოდის ეხლა თებერვალში და ხომ უნდა დახვდნენ ერთგული მატროსოვები გარეთ “ღირსეულად”. კიდევ ბევრი არის ჩარჩენილი სხვადასხვა სტრუქტურაში, რომელიც თანაუგრძნობს ამ ტერორისტებს და კიდევ ნახავთ ბევრ ეპატაჟებს ძალოვანებიდან….”
კომენტარები