Facebook-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ წაშლის კორონავირუსის შესახებ კონტენტს, რომელიც დაკავშირებული იქნება შეთქმულების თეორიებთან და ადამიანისთვის დამაზიანებელ ყალბ ინფორმაციასთან.
უპირველეს ყოვლისა, წაიშლება პოსტები, რომლებიც იმ გზით მკურნალობას ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც არ არის დამოწმებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
ანალოგიურად წაიშლება ყალბი ინფორმაცია „ინსტაგრამში“და შესაბამისი ჰეშთეგები დაიბლოკება.
კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, Facebook-ზე ხშირად შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მალავს დაავადებულთა ზუსტ რაოდენობას და ასევე მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის შესახებ სტატიებს.
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10,000-ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
კომენტარები