მსახიობი, ბესო ზანგური, სოციალურ ქსელში, წერს:
“მესიმინდეს ცემდნენ მესიმინდეს ბომბორას გზაზე
ვიცნობ, გავაჩერე გადავედი და ისე მოხდა რომ ერთად ვტუკნეთ 3 “დოკტორსკი კალბასის” სუნიანი და “კეტჩუპზე ვგიჟდები” მენტალობის ბიჭუკები…
ჩახტნენ მანქანაში დაპირებით რომ ჯერ დამმარხავენ და მერე მომაჭრიან თავს და დავრჩით მე და მესიმენდე…
ველოდები ეხლა მადლობას და მეუბნება: – ვინ გექაჩებოდა???შენ ეხლა წახვალ დაიძინებ და მე???იცი ეს რა ადგილია????ასეთი ვაჭრობა არცერთ ადგილს არა აქვს, ჩემდა ჭირად დაიბადე?
-მოიცა ეხლა სერიოზულად ამბობ მეთქი?
-მოდი რა მომწყდი თავიდანო.
აი ასეა რა ქრისტემ რომ უთხრა მათხოვარს ეკლესიიდან გამოგდებულს: ნუ ნერვიულობ მაგ ტაძარში არც მე მიშვებებო…
რა დავწერო აბა მეტი…”
კომენტარები