კარწახში, საქართველო–თურქეთის საზღვართან, ჯავახეთის მოსახლეობა აქციას მართავს. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაცხოვრებლები საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გადაკეტვას აპირებენ, რომლითაც საქართველო-თურქეთს შორის ტრანზიტული მოძრაობა, ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.
ისინი ამბობენ, რომ პროტესტის ამ გზით ცდილობენ ხელისუფლების ყურადღება მიიპყრონ, რათა თურქეთმა, საქართველოს გავლით, აზერბაიჯანს იარაღი არ მიაწოდოს.
ამის გარდა, დღეს სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ახალციხესა და ახალქალაქში შეიკრიბა და იმ გზებზე იმსჯელეს, თუ როგორ დაეხმარონ სომხეთს. მათ სომხეთში უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი.
კომენტარები