დავით გარეჯის საკითხზე გამოძიების დაწყება და ამ თემის აჟიტირება ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „2020NEWS“- თან საუბრისას განაცხადა.
„ეს უმძიმესი თემაა და მე მაქვს ძალიან სერიოზული კითხვები ხელისუფლებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. დავით გარეჯის თემა, რაც ათწლეულების თემაა, გააქტიურო ახლა და უბრალოდ, კი არ გამოიძიო, შექმნა აჟიოტაჟი, რომ თურმე აზერბაიჯანს ქართული მიწები აქვს მიტაცებული, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა.
ამ ვითარებაში, როდესაც ყარაბაღში საომარი დაპირისპირებაა და აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია, აქედან მეორე ფრონტი გაუხსნა, არ არის სწორი გადაწყვეტილება.
სერიოზული კითხვები მიჩნდება, ვინ და რა მიზნით აკეთებს ამას? შეიძლება ყველაფერი გამოიძიო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს დროში დაემთხვა აზერბაიჯან-სომხეთის საომარ დაპირისპირებას, აჩენს სერიოზულ კითხვებს, ხომ არ არის ეს გამოძიება ინიცირებული სომხური ან რუსული ლობის მხრიდან, იმისათვის რომ საქართველოში შექმნან ყალბი ანტიაზერბაიჯანული განწყობა?
თუ დამთხვევაა, მაშინ საერთოდ სიბრიყვეა, შე კაი ადამიანო, 30 წელი იცადე და კიდევ ორი კვირა მოიცადე, ცეცხლზე ნავთს რატომ ასხამ?!“
კომენტარები