კითხვა რა არის, ვაპირებ თუ არა გვარამიას ცემაზე პასუხისმგებლობის აღებას? – ეს არის უზნეო ადამიანების მიერ მოგონებული – ასე პასუხობს ნიკა გვარამიას მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი.
„როგორც თქვენი ტელევიზია (მთავარ არხს) მთლიანად, ასევე ნიკა გვარამია არის უნამუსო, ფეიკ ნიუსების მომგონი ადამიანი. მე არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს. ანუ მე ვამბობ, რომ თქვენ ხართ სიმდაბლეზე წამსვლელი ადამიანები, თქვენ ხელმძღვანელთან ერთად. სიმდაბლეზე წასვლა ნიშნავს იმას, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. ასე რომ მიყურებთ თვალებში და თან იცით, რომ უზნეობას ჩადიხართ. ასეთ უნამუსობაზე და უზნეობაზე, რასაც თქვენ, ახალგაზრდა ქალი აკეთებთ, ეს არის ერთადერთი პასუხი. ნიკა გვარამიასთან ერთად ნუ გაისვრებით ისეთ რამეში, რაც ხვალ შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ. კითხვის შინაარსი არის უზნეობა”
ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო. ნიკა გვარამიამ კი მოითხოვა, ვოლსკი დაიკითხოს და დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც დამკვეთს.
კომენტარები