„ევროპული საქართველოს“ წევრმა, აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა:
„მე მართლა ვწუხვარ, რომ ბატონ კობახიძეს ასეთი ხუშტურები აწუხებს. ბატონი კობახიძე უნდა მიხვდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ მე სხვა პარტიის წევრი ვარ, ბატონი ნიკა მელია სხვა პარტიის წევრია. ქართული ოცნების წევრების გაკეთებულ საქმეებს ჩვენ რომ გვაბრალებს და სიცრუეს ავრცელებს… მისი ადგილი არაა პოლიტიკაში. კარგი იქნება, რომ ბატონი კობახიძე ასავალ-დასავალში წავიდეს და იქ იყოს მწერალი.
კარგი იქნებოდა რომ გაეცნოს საერთოდ საქმეს – ვინ იმყოფებოდა ადგილზე, ვინ რა გააკეთა, ვინ ესროლა ქვა, ვინ სცემა ჟურნალისტს, ვინ სცემა ადამიანებს”
უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნიკანორ მელია და აჰმედ იმამკულიევი პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ.
კომენტარები