სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს:
“ციკლიდან: პოეზიის ხუთი წუთი
ნაცი, ქოცობის
სეანსს იტარებს…
… და შემოდგომის
ხიდან ფოთლები ცვივა და დილით,
ღამის ქოთნებით
გამორბის ვიღაც და ნეხვს იბარებს…
ასე ა რ ჩ ე ვ ე ნ მაჟორიტარებს…
ამასობაში, მინელდა ქარი
და
გადაღლილი,
გაქცევით – მყარი
იქვე,
ხის ძირას
ჩამოჯდა
ლარი…
ლარი – დაღლილი და ამაგდარი…
ხესთან სევდიან ფიქრთ გასართველად ჩამომჯდარ ლართან მივიდა ცხვარი…
ამხნევებს, ლოღნის,
აღუთქვამს შველას, ცხვარი ლარს კოცნის,
(აღმოვჩნდი მორცხვი)
თოფის მაგივრად, კიდია ცოცხი
სცენაზე, სადაც მზის შუქზე ბნელა…
ბნელა, ხო, ბნელა
და მზე მბჟუტავი,
დილის ჰაერი-ოდნავ მხუთავი,
მაფიქრებს ახლა
მე მხოლოდ შენზე…
რა ინსტრუქციებს ღებულობ ერთი,
NATO-ში?!…
აღარ გაგიწყრეს ღმერთი
და არ წამოგცდეს
,,არგონავტიკა”…
სადღაც მძვინვარებს
ZORO-მათიკა…
მე ავირიე
და მაინც გეტრფი, მტკვარს არაგვი ხომ
მცხეთასთან ერთვის?!…
P.S. ვერ იზმანება
სალვადორ დალი,
არ ჩამოაჭრა ,,ქართუმ” მას ვალი..”
კომენტარები