ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთისა და აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავების ვალდებულება დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ სომხეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
სტრასბურგის სასამართლო, მოუწოდებს ორივე ქვეყანას, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ინფორმაცია ვალდებულებების შესასრულებლად მიღებული ზომების შესახებ.
,,მიმდინარე წლის 29 სექტემბერს სასამართლომ ჩათვალა, რომ შექმნილი სიტუაცია ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზული დარღვევბის რისკს ქმნის, და გადაწყვიტა, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესი აამოქმედოს. ასეთი დარღვევის პრევენციის მიზნით სასამართლო მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებსაც შესაძლოა სამოქალაქო პირის უფლებათა დარღვევა, მათ შორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა მოყვეს. სასამართლო მოუწოდებს ორივე ქვეყანას შეასრულოს კონვეციით გათვალისწინებული ვალდებულებები“ , – ნათქვამია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია შესასრულებლად სავალდებული ზომების მიღება. ასეთი დროებითი ზომების მიღება ხდება, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს.
39-ე წესი წარმოადგენს ბრძანებას, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანამ უნდა შეასრულოს.
გურიანიუსი
კომენტარები