როგორც Арменпресс-ი იუწყება სამხედრო და საომარი მოქმედებების დროს ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 130 ადამიანი დაკარგა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა:
”საბრძოლო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენმა ჯარებმა შეცვლილი ტაქტიკით, სხვადასხვა სექტორში თავდასხმებით გმირულად მოიგერიეს მტრის შეტევები. დაახლოებით 23-24 საათში მტერმა დანაკარგები განიცადა – 130 დაღუპული სამხედრო მოსამსახურე და 200-მდე დაჭრილი მისივე თქმით, ბოლო დღის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 29 ტანკი და ჯავშანმანქანა, 3 მძიმე საარტილერიო სისტემა (TOS-1), 11 უპილოტო ავიაცია და 1 “შმერხი”.
კომენტარები