აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში გამოცემა Le Monde-ის 2 ჟურნალისტი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე განხცადებით, საფრანგეთის ორივე მოქალაქე მარტუნის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ფრანგ ჟურნალისტებთან ერთად ადგილზე სხვა უცხოელი რეპორტიორები, მათ შორის რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია Дождь-ის კორესპონდენტი იმყოფებოდა.
„ქალაქის ცენტრში ვიმყოფებოდით და ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრებოდით, როდესაც არტილერიის დარტყმის ქვეშ მოვყევით. საბედნიეროდ, ახლოს იყო თავშესაფარი და ჩვენ იქ გადაგვიყვანეს. ჩვენი ფრანგი კოლეგები სხვა ავტომობილში იმყოფებოდნენ“, – აცხადებს Дождь-ის კორესპონდენტი დიმიტრი ელოვსკი.
კომენტარები