ჟურნალისტი, “ლეიბორისტული პარტიის” პიარის სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“200 ლარი ბავშვებსო და დუდას უარი ეთქვა ესპანეთში დაბადებულს არ ეკუთვნისო.
არადა, ყველა საბუთი აქვს ბავშვს, პირადი ნომრითა და ბეჭდით. სკოლაშიც ამ დაბადების მოწმობით მიიღეს თავის დროზე.
გურულებზე და უცხოეთში დაბადებულ ბავშვებზე ხელისუფლების საარჩევნო “სიკეთეები” არ ვრცელდება.”
“ალიას” უამრავი ადამიანი გვწერს მსგავსი პრობლემით და გვეუბნება, რომ თუ ბავშვი უცხოეთშია დაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში ცხოვრობს, მასზე 200-ლარიანი დახმარება არ გაიცემა.
კომენტარები