ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, აგრძელებს თავის მოვალეობასა და ცხელების ცენტრებისა და კლინკების მართვას – ამის შესახებ კლინიკის პიარმენეჯერმა, გოგა ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ყველაზე ბევრი კოვიდინფიცირებულია.
„გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერად. მე ინფორმაცია არ მაქვს პრემიერთან შეხვედრის შესახებ და არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გოგა ბერიძემ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.
კომენტარები