„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მე-10 მოწვევის პარლამენტში 100 დეპუტატით შევა და მთავრობასაც დააკომპლექტებს.
“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში”
კომენტარები