“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთი ენუქიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“რა სიაც ეხლა გამოქვეყნდა, ეგ თუ ნამდვილია, დიდი თავსატეხი გაუჩნდება ხალხს
თუმცა, ვინმე ელოდა რამე სხვას? თუ ზოგიერთ პარტიაზე ორიოდე ჩემთვის ობიექტური მიზეზებით მიუღებელი ადამიანის გამო ვასავსავე ხელები, აქ ასეთი ბევრად მეტია.
საქმე არც პირებშია, უფრო პირების შერჩევის სტანდარტებში და სიის თანმიმდევრობაშია.
მაინც ვუსურვებ წარმატებებს, რადგან ეს გამარჯვება სხვა სასიკეთო პროცესებს განაპირობებს და ის პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია.ჩემთვის საყურადღებო კი ორი გზავნილია:
1. აუცილებლად არის გასაკეთებელი რაღაც სხვა, მაგრამ არა ის, რაც აქამდე ვნახეთ – ვიმპელებით, დროშებით და მახათებით. დაბერდა ჩვენი პოლიტველი და ჩვეულებრივ საჭურისად გადაიქცა; ჭუკებივით ჰგვანან პარტიები ერთმანეთს და ეს კატასტროფაა (ამ შემთხვევაში, გირჩს არ ვგულისხმობ).
2. როგორც ჩანს, საქმე არც მომდევნო ოთხწლეულში გამომელევა… დანარჩენს გზადაგზა მივხედავთ… 100 დღე, 6 თვე და მსგავსი ბლაბლაბლა მე არ მაინტერესებს…
ის როგორაა?
გააყალბებენ და ხალხი ქუჩაში გამოვაო?
აბა, მითხარით, პარლამენტში რომლის შესაყვანად უნდა გამოვიდეს ხალხი? ხალხი, ხალხი და არა მხოლოდ აქტივი…ა, დემოკრატიისთვის?
კაი ეხლა, რააა…”
კომენტარები