ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“აქ ხომ ხართ გლეხები? გლეხები და არა ფერმერები. ბიძინას რომ უთხარით, იქნებ მეც მითხრათ, რითი ხართ კმაყოფილი?
80 თეთრი რომ მოგცეს რქაწითელში და ზაფხულის ხვატში, ჯანი მის მოვლაში ჩააქციეთ, ამით?
თუ იმით, ავად რომ ხდებით და ყოველ ჯერზე, წამალი ათმაგად გაძვირებული გხვდებათ?
ან წვიმა რომ მოდის და საუბნო გზები ისე ნადგურდება, ფეხით გადაადგილებაც შეუძლებელი ხდება და პატრონიც არავინაა, რომ გიშველოთ?
რით ხართ კმაყოფილი, როცა იძულებული ხართ, სასმელად გაბინძურებული წყალი გამოიყენოთ და ეზო- კარმიდამო გიხმებათ უწყლობის გამო?
რით ხართ კმაყოფილი, როცა სოციალური დახმარება გაჭირვებულ ოჯახზე, რომლებიც უკიდერეს გაჭირვებაში მყოფთა სიაში ვერ მოხვდნენ, მხოლოდ 100 ლარით შემოიფარგლება და იმასაც გამადლიან?
რით ხართ კმაყოფილი, როცა წინათ სიღარიბეში მყოფი თქვენი რჩეულები მუნიციპალიტეტში, დღეს მილიარდერები არიან, რადგან ბიუჯეტის, ანუ თქვენი ფული მიითვისეს?
რითი ხართ კმაყოფილი, როცა სოფელი დაიცალა ხალხისგან, ახალგაზრდობისგან, თუმცა ახალგაზრდულ სახლებს მაინც აშენებენ ეს მექრთამეები და ამაშიც ფულებს ტეხენ?
აღარ გავაგრძელებ, რადგან მჯერა, რომ ყველას აქვს მხედველობა და ყველამ ყველაფერი კარგად იცის. თუ ასე არ არის, მომწერეთ, უნდა ვნახო საკუთარი ყოფით გაბედნიერებული გლეხი. უნდა მოვაყოლო აყვავებულ სოფელზე და საკუთარ კმაყოფილებაზე. დამერწმუნეთ, ეს მეც ძალიან გამიხარდება.”
კომენტარები