ენმ-ის წევრი, ზვიად კუპრავა, რომელიც ენმ-ის სიაში 63-ე ნომრად არის დასახელებული, სოციალურ ქსელში, ენმ-ის სიას, რომელიც მისთვის, როგორც ჩანს, მოულოდნელი აღმოჩნდა, ამ ფორმით, სოციალურ ქსელში, ეხმარება:
“აბა, დაპირებული საბრძოლო სია?”
კომენტარებში წერენ:
“უღალატო, ერთგული და კეთილსინდისიერი თანამებრძოლების სათანადოდ არდაფასება რბილად რომ ვთქვა არის შეცდომა.”
“როცა მებრძოლს, თავდადებულს გაწევ და რეზერვისტს გაუშვებ წინა ხაზზე, მერე არ უნდა გაგიკვირდეს ბრძოლას რომ წააგებ.”
“ქოცებს რაშიც დავცინოდი ის რანაირად გააკეთეთ? “
“მიმართეთ პრეს-ცენტრს”
“სიას რომ ადგენდნენ, ენემეს წევრებიც იქვნენ იიქ?”
“ეგრეც მოიგებენ რა სიაც აქვთ”
“აი ველოდებოდი მეათე სიაში შენს თავს მაგრამ რა ქნეს ეს ეს რა ჯანდაბაა”
“ალია” დაუკავშირდა ზვიად კუპრავას, გვაინტერესებდა, რას დაპირნენ, როგორი უნდა ყოფილიყო სია, რატომ არის იმედგაცრუებული, რას ელოდა, რომელი ნომერი უნდა ყოფილიყო, რა პირობებით ჩაერთო წინასაარჩევნო მარათონში? სამწუხაროდ, ყველა კითხვაზე ვერ გვიპასუხა დაწვრილებით და მხოლოდ ეს გვითხრა:
“ჯერ არ მინდა გავაკეთო კომენტარი “ევროპული საქართველოს” სიაზე. დიახ, ეს არის ევროპული საქართველოს სია! ყოჩაღ ბოკერია”
კომენტარები