ენმ-ის წევრი და სიის მესამოცე წევრი, მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“N:60-მეგი გოცირიძე.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ენმ პარტიულ-პროპორციულ სიაში ყოფნა, სადაც ყოველი მეოთხე ქალია …
აუცილებლად შევალ პარლამენტში და თქვენს იმედებს გავამართლებ!მადლობა მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, ნდობისთვის
მხოლოდ ერთი რამ მაწუხებს, თავისუფლების ხარისხი შემეზღუდება, ისეთ თამამ პოსტებს ვეღარ დავწერ, რასაც აქამდე ვწერდი, რადგან ბოტებისა და ტროლების გადამკიდეს, რომელთა სამიზნეც არაერთგზის ვყოფილვარ და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფეიკები უვრცელებიათ, შესაძლოა უარესი ქნან და იმ პარტიის იმიჯი დააზიანონ, რომელმაც პატივი დამდო და სიაში შემიყვანა!
მადლობა თითოეულ თქვენთაგანს და ყველას ერთად
ამ ფოტოზე მეგობრებთან ერთად ვარ
ეს ფოტო ისრაელშია გადაღებული 2005 წელს … ბუბა ჩვენი სიის პირველი ნომერია, პირველ სხდომას ხსნის უხუცესი დეპუტატი და ეს ჩვენი ყველასი მეგობარი, პატრიოტი, ჩვენი მორალური ავტორიტეტი, ჩვენი ბუბა იქნება, ბუბა გახსნის პარლამენტის პირველ სხდომას და საქართველოში გათენდება!
კომენტარები