სომხურ საინფორმაციო პორტალებზე გავრცელდა 20-მდე გარდაცვლილი აზერბაიჯანელი სამხედროს ვიდეოკადრები. ჟურნალისტთა და ექპერტთა აზრით, აღნიშნული შემთხვევა ყველასგან განსხვავებული და საეჭვოა- გამოითქვა ვარაუდი, რომ ზემოხსენებული აზერბაიჯანული ოცეულის დანაყოფი შესაძლოა დახვრეტისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ. უცნაურია, მაგრამ ვიდეოფაქტი ცხადჰყოფს, რომ არც ერთ დახოცილ ჯარისკაცს თან არ ახლავს საკუთარი იარაღი, რაც მათ გამიზნულ, უიარაღო მდგომარეობაში დახვრეტასთან დაკავშირებით ბევრ კითხვებს ბადებს.
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად კი აზერბაიჯანელი სამხედროები მოყვნენ ჩასაფრებაში და ისინი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან იქნენ დაცხრილულები- გარდაცვლილების იარაღები აიღეს, შემდეგ კი ვიდეო გადაიღეს და გამოაქვეყნეს.
კომენტარები