სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ციკლიდან:
არჩევნები 2020
ბიძინა ივანიშვილი:
,,დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ქართული ოცნების მმართველობის შედეგია. დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ ოცწლიანი უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა. უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე სხვადასხვა ეტაპზე საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე.”
კარგია, რომ სიღარიბეს აღიარებთ და ,,უსაფუძვლო” კრიტიკასაც არავისგან არ იღებთ, ბატონო ბიძინა!
ესღა გაკლიათ, თქვენ და თქვენმა მეხოტბეებმა, ,,უსაფუძვლო” კრიტიკით გამოიტენოთ ყური!
ამ ქვეყნად ყველაფერი ხომ ,,უსაფუძვლო” კრიტიკის და კრიტიკოსების ბრალია!!!
აბა, თქვენ რა შუაში ხართ?!
რამეს დაპირდით საზოგადოებას და არ შეასრულეთ?!
მე, მაგალითად, ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ და ვინც იხსენებს, ის მხოლოდ ტყუის და ,,უსაფუძვლო” კრიტიკოსების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ თქვენი გუნდის წევრებს და ისინი უმალ დაგარწმუნებენ ამ ,,ჭეშმარიტებაში!”
თუმცა, სიღარიბე, ბატონო ბიძინა, კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან იღებს
სათავეს, როცა იმპერიის ნაწილი გავხდით და საკუთარი სახელმწიფოებრიობაც დავკარგეთ.
,,ნეპი” – ახალი ეკონომიკური პოლიტიკა.
…რომელსაც კომუნისტები 1921-1927 წლებში ახორციელებდნენ.
მას შემდეგ სულ სიღარიბეში ვართ და როგორც ვატყობ, თქვენი გუშინდელი რიტორიკა და როგორც ყოველთვის ,,გულწრფელი” გამოსვლა, სამწუხაროდ, არანაირ იმედს არ იძლევა, რომ ოდესმე შევძლებთ დავძლიოთ ეს მართლაც უმთავრესი პრობლემა ჩვენი ქვეყნისა!!!
ამიტომ, მოგიწოდებთ, ბატონო ბიძინა, თქვენებურად, თქვენს მეხოტბეებთან ერთად ისევ ,,რეალურად” შეხედოთ სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და როგორც ბრძანეთ, ,,მასობრივი სიღარიბე” გარდაუალ აუცილებლობად გამოაცხადოთ!!!
დიახ, გარდაუალ აუცილებლობად და ამით დააგვირგვინოთ ხელისუფლებათა მცდელობა ქვეყნის სიღარიბის ჭაობში საბოლოო ჩახრჩობისა…
ეს იქნება თქვენი ერთერთი მნიშვნელოვანი დაპირება დაპირებათა შორის, რომლის აღსრულება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ!
ხოლო, რაც შეეხება ისტორიას, თუ კი დუნიაზე საერთოდ დარჩა ერთი ქართველი მაინც ცოცხალი (ნუ, თქვენიანების გარდა) და უფლისგან ჟამთაღმწერლობის ნიჭით დაჯილდოებული, აუცილებლად წარმოგაჩენთ და სათანადოდ დაგიფასებთ გაწეულ ,,ღვაწლს” საკუთარი სამშობლოს წინაშე…”
კომენტარები