რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. ეძებენ მამას და მცირეწლოვან შვილს.
”სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სულ სამი ცხედარი. აქედან ორი იმყოფებოდა მანქანაში. რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს ქალის ცხედარი, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოების ოჯახის დანარჩენი წევრების საპოვნელად” – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.
მეწყერი სოფელში გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება გიორგი გიორგაძე ავრცელებს ფოტოს წარწერით:
“აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გამოყავს მესამე ნაპოვნი ადამიანი. აი ამიტომ ვაფასებ ამ ბიჭს! მისთვის არ არსებობს შიში და შეუძლებელი საქმე როცა საქმე მოქალაქეებს ეხება.”
კომენტარები