ენმ-ის წევრი და სიის მე-60 ნომერი, მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ადრეც დავწერე, რომ მე და კახა მეგობრები ვიყავით, 4 წელი ერთად ვიმუშავეთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქოცები მოვიდნენ, არც “პსპ”-ში შევსულვარ და საერთოდ გავწყვიტე კონტაქტი , ოღონდ იმის გამო კი აღარ შევდიოდი სააფთიაქო ქსელში, რომ ძვირი იყო წამლები, სხვა მოსაზრების გამო არ შევდიოდი და პროტესტს ასე გამოვხატავდი, მაგრამ მართლა შეიძლება გადაიროს ადამიანი , როცა “პსპ” და ოქრიაშვილის ძვირი წამლები აკერიათ პირზე
თუ ოქრიაშვილს წამლები ძვირად აქვს, მაშინ სხვას რატომ არ აქვს იაფად, ეს ერთი, თუ სხვას იაფად აქვს, მაშინ რატომ შედიხარ “პსპ” -ში, ჰოდა თუ არ შედიხარ “პსპ”-ში , მაშინ რა შენი საქმეა საკუთარ პროდუქციას რამდენად გაყიდის ადამიანი?”
კომენტარები