„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით 31 ოქტომბერს დასრულდება ფულის მკეთებელთა გუნდის ის ქმედებები, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა და ერთ მილიონზე მეტი მოქალაქე დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მისივე თქმით, დღეს მათ პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად მაღალპროცენტიანი სესხის აღება უწევთ. როგორც პარტიის პრემიერობის კანდიდატი აღნიშნავს, ეს და სხვა მსგავსი დიდი უსამართლობები მალე დასრულდება.
„საქართველოს ერთ მილიონზე მეტი მოქალაქე დღეს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რასაც ემატება ისიც, რომ ჩვენს მოქალაქეებს უწევთ ბანკიდან უსამართლოდ მაღალი პროცენტით სესხის აღება პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად. უფრო მეტიც, ჩვენს პენსიონერებს უწევთ 36-40%-იანი სესხის აღება, რაც კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა. “სტრატეგია აღმაშენებელი” სწორედ ამისთვის არსებობს. პირადად მე პოლიტიკაში იმისთვის ვარ, რომ დავასრულოთ ეს და სხვა მსგავსი დიდი უსამართლობები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ, 2021 წლის პირველი მარტიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრებას. სწორედ “სტრატეგია აღმაშენებელი” არის ის გუნდი, რომელიც გეგმავს 2020 წლის დეკემბერში პენსიონერებისთვის უსამართლოდ მაღალი 36 – 40%-იანი სესხის პროცენტის ჩამოწერას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კომენტარები