თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კორონავირუსის იმ სიმპტომებს ასახელებს, რომლითაც ის სხვა ვირუსებიგან განსხვავდება.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გრიპს, მაგრამ გრიპისგან განსხვავებით, მას უეცარი დასაწყისი არ ახასიათებს. მისი თქმით, გრიპი, როგორც წესი უეცრად იწყება, ხოლო, კორონავირუსი – თანდათან. ამასთან, ცერცვაძის თქმით, გრიპის დროს ხშირია თავის ტივილი, კორონავირუსის დროს კი შედარებით იშვიათია თავის ტკივილი, ასევე გრიპის დროს შესაძლოა, დიარეა იყო, რაც კორონავირუსის დროს იშვიათია.
“ასევე, გაციებითი დაავადებებისგან განსხვავებით, კორონავირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, რაც ე.წ. გრიპისმაგვარ დაავადებებს არ ახასიათებთ. აგრეთვე, ახასიათებს მეტი ინტოქსიკაცია. ეს ის ნიუანსებია, რომლითაც მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო და განმსაზღვრელი არ არის. საბოლოო და განმსაზღვრელი მაინც არის რენტგენოლოგიურად მძიმე პნევმონიის დადგენა. ყველაზე ზუსტი შედეგია ლაბორატორიული გამოკვლევა.
არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობდეს. მსუბუქ შემთხვევაში მას აქვს იგივე სიმპტომები, რაც აქვს დაახლოებით მწვავე რესპირაციულ ინფექციებს სხვა ფაქტორებით გამოწვეულს, ხოლო მძიმე შემთხვევებში მას აქვს იგივე კლინიკა, რაც მძიმე მწვავე რესპერაციული ინფექციით გამოწვეულ ინფექციებს. კერძოდ, ეს სიმპტომებია: ტემპერატურის მომატება, ხველა. შეიძლება იყოს სხვა სიმპტომებიც, კუნთების და თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ინტოქსიკაციის შეგრძნება, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება, ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ და ექიმებმაც.
ეს ძალიან სერიოზული სიმპტომია, ვინაიდან კორონავირუსით ინფექციას ახასიათებს ერთ-ერთი მთავარი ნიშანი – სუნთქვის გაძნელება, რაც გამოიხატება სუნთქვის გახშირებით, ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის პროცესში დამხმარე კუნთების მონაწილეობით, ნესტოების შებერვით და ა.შ. სუნთქვის გაძნელება, ერთის მხრივ, შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსით ინფექციაზე, ხოლო მეორეს მხრივ მიუთითებს ნებისმიერი მძიმე, მწვავე რესპირაციულ ინფექციის დამძიმებაზე და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია“
კომენტარები