საქართველოს მესამე პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტს ეხმაურება და ამბობს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ომი სამეზობლოში, საქართველოსთვის არის კატასტროფა. მისივე თქმით, სეპარატიზმის მხარდაჭერა დაუშვებელია:
ქართველ სომხებს მე არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის არსებობის საფუძველი, ჩვენი სახელმწიფოებრივი მრწამსი, ჩვენ ვერსად ვერასდროს ვერ დავუჭერთ მხარს სეპარატიზმს..
ასეთი საკითხები შეიძლება გადაწყდეს მოლაპარაკებით, ომზე მეტად არ მეზიზღება არაფერი, სამეზობლოში ომი არის ჩვენთვის კატასტროფა – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
კომენტარები