სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 48 ბავშვი შეიყვანეს. მოზარდები გორის კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან.
არსებული ინფორმაციით, მოწამვლის სიმპტომები აქვთ მოზრდილებსაც, თუმცა მათ კლინიკისთვის არ მიუმართავთ.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში 48 პაციენტმა მოგვმართა. მათგან 16 რჩება სტაციონარში, დანარჩენს გაეწია გადაუდებელი დახმარება და გაეწერა ბინაზე. ბავშვები არიან შემოსული მწვავე გასტროინტესტინალური დარღვევებით. აღენიშნებათ ბაქტერიული საკვებისმიერი მძიმე დაუზუსტებელი ინტოქსიკაცია, გულის რევა, ღებინება, რაც შესაძლოა, გამოიწვია საკვებმა, წყალმა, ან ვირუსი იყოს. დაზუსტებით ძნელია თქმა, რამ გამოიწვია მოწამვლა“,- განაცხადა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.
კომენტარები