საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რა რესურსი აქვს სახელწიფოს და რა შემთხვევაში შეიძლება, გახდეს აუცილებელი საველე საავადმყოფოების მოწყობა, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა.
„ჯერჯერობით ქვეყანა უმკლავდება მომატებულ რაოდენობას. დღეს 578 ახალი შემთხვევა გვაქვს. დინამიკაში უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით საწოლების მობილიზება არ გვიჭირს. 836 ადამიანი გადის მეთვალყურეობას სტაციონარში და კოვიდსასტუმროებში 1100 ადამიანია მოთავსებული. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მართვადია. ქვეყანას აქვს დიდი რესურსი. თუ საჭირო გახდა, შეიძლება საველე საავადმყოფოების მოწყობა, შესაძლოა, თუ საჭირო გახდა, სპორტის სასახლე გადაკეთდეს საავადმყოფოდ. ეს ბოლო გეგმაა. თუ ჩვენ ერთდროულად დაგვიგროვდება 50 000 ავადმყოფი და ამდენი კოვიდინფიცირებული რომ დაგიგროვდეს, ეს ნიშნავს, რომ 2 კვირის განმავლობაში დღეში უნდა გვყავდეს 3 000 ინფიცირებული. სიტუაციას ტრაგიკულად ჯერჯერობით ვერ აღვიქვამ. შეიძლება მივიდეთ დღეში 3 000 დაინფიცირებულამდე თუ არ გავფრთხილდებით. ახლა ტრაგიზმი ამ ციფრებში არაა. თუმცა, რაც მეტი ადამიანი დაინფიცირდება, სიკვდილიანობა იქნება უფრო მეტი. უკვე თითქოს მივეჩვიეთ, რომ დღეში კორონავირუსით 2 და 3 ადამიანი კვდება“, – ამბობს კოლულბეგოვი „ფორტუნასთან“ საუბარში.
რა თქმა უნდა, გვეშინია, რომ ბევრი ადამიანი ერთდროულად არ დაინფიცირდეს, მაგრამ იტალიისა და ესპანეთის სცენარი ვერ განმეორდება, რადგან როდესაც აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსი მათ საზოგადოებაში იყო, ის უკვე ძალიან გავრცელებული იყო და კონტროლი ვერ დააწესეს. ახლა უფრო წინაა წასული მედიცინა. ტესტების რაოდენობაც დიდია, ვირუსის უკეთესი მართვა ისწავლა მედიცინამ და ამიტომ იტალიიის გამეორებას არ ველოდები, თუმცა ზამთარი წინაა და ვნახოთ.
დისტაცია და პირბადე გრიპის ვირუსისგანაც გვიცავს. სამხრეთ ნახევარსფეროში, როცა აქ ზაფხულია, ავსტრალიაში და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ზამთარია. ამ ქვეყნებში სეზონური გრიპი დაცვითი ღონისძიებების გამო სამხრეთ ნახევარსფეროში ძალიან იოლად და მარტივად გადაიტანეს. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ წელს გრიპი ძალიან არ დაგვაზარალებს, თან აცრასაც გავიკეთებთ.
პესიმიზმს ნუ დავთესავთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. სანამ არის ეს ვირუსი, პირბადე ვატაროთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ და დაბადების დღეებისგან და ქორწილებისგან ცოტა ხანი თავი შევიკავოთ.
ვირუსმა მუტაცია განიცადა, მაგრამ ბოლომდე დადასტურებული არაა, ეს დადებითად აისახება ადამიანზე თუ უარყოფითად. არსებობს მხოლოდ ვარაუდები და ჰიფოტეზები. უფრო მეტი ჰიპოტეზური დაშვება არის, რომ გადაცემა გამარტივდა. კვირაში მსოფლიოში 2 მილიონი ახალი შემთხვევაა. მაგრამ ეს აისახა თუ არა სიტუაციის დამძიმებაზე, არავინ იცის. სიკვდილიანობა შემცირებულია, 8 და 9 ათასი ადამიანი კვდებოდა დღის განმავლობაში და ახლა 5 ათასია. თუმცა ფაქტია, ინფექციის უპრცენდენტო აჩქარება მოხდა და სიკვდილიანობის შედარება გაზაფხულის პერიოდთან ალბათ ერთი თვის მერე უფრო უპრიანი იქნება“
კომენტარები