სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს და უნდა თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთი არ არის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„მან მითხრა, რომ ქვეყნის შიგნით მძიმე მდგომარეობა იყო და პრობლემის გადასაჭრელად დრო ითხოვა, მითხრა, რომ ახალი იდეები ჰქონდა. მეც დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ რა მოხდა? ერთი წლის შემდეგ მან განაცხადა : „ყარაბაღი სომხეთია.“ ახლა თქვას, რომ ყარაბაღი სომხეთია. სატელეფონო ზარების დროს გამართული საუბრებისას, მეკითხებიან, რა არის ჩემი პირობა. ჩემი პირობა უცვლელია. აღიაროს, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. თქვას, რომ საკუთარ ჯარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანს. თქვას, რომ აზერბაიჯანელ ხალხს ბოდიშს უხდის და რომ ყარაბაღი სომხეთი არაა!
გააკეთა მინსკის ჯგუფმა განცხადება? არა! გააკეთა ევროკავშირმა? არა. მათ განაცხადეს, ჩვენ ეს არ გვაინტერესებსო. თუკი არ აინტერესებთ, მაშინ ნურც ახლა დაინტერესდებიან. მაშინ ახლა რატომ ყვირით და ტირით? რისთვისაა ეს ხრიკები? ზოგი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა ჩვენ გვადანაშაულებს, წავიდნენ და სარკეში ჩაიხედონ, ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. ზოგიერთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობის საშუალებას არ მისცემს, მთიანი ყარაბაღი ჩვენია, ჩვენი მიწაა და იქ უნდა დავბრუნდეთ, ჩვენ იქ ვბრუნდებით და დავბრუნდებით“
კომენტარები