გორში, კომბინატის დასახლებაში მოწამლულ მოზარდთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა.
ამის შესახებ ინფორმაციას dianews.ge- ავრცელებს.
მოწამლულ მოზარდთა უმრავლესობა მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეა.
როგორც სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი განმარტავს სკოლაში დღეს არ გამოცხადებულა არც სამი პედაგოგი, მიზეზი, სავარაუდოდ, სასმელი წყლით ინტოქსიკაციაა.
„მშობლები უკავშირებენ წყალს ან საკვებს. მიზეზებს ადგენენ. მოწამვლის შემთხვევები ძირითადად ერთ უბანს, კომბინატს უკავშირდება” – აცხადებს „იავნანას” ექიმი.
ბავშვების მოწამვლის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. კომბინატში მცხოვრები მოსახლეობა წყალს ორი დღეა სუპერმარკეტებში ყიდულობს.
კომენტარები