კორონავირუსის გავრცელების გამო ე.წ. ოქროს ბირჟა დაიხურა.
“მეტრონომის”ინფორმაციით, ინფიცირებულია 10 თანამშრომელი.
“ალია” ინფორმაციის გადამოწმებისთვის, “ოქროს ბირჟის” თანამშრომლებს ესაუბრა:
“დიდი ხანია უნდათ ბირჟის დაკეტვა, გვეუბნებოდნენ, დისტანციის დაცვა რთულია, დახურული შენობაა და უნდა დავკეტოთო, არ ვიცით, ვის დაუდგინდა ვირუსი, ყველა ერთმანეთს ვურეკავთ, როგორ შეიძლება 10 თანამშრომელი იყოს ინფიცირებული და აქედან არც ერთს არ ვიცნობთ? ხალხი უკვე ამბობს, რომ სპეციალურად გაავრცელეს ეს ინფორმაცია.
რაც ზუსტად ვიცით, ისაა რომ უამრავი ადამიანი დავრჩით უმუშევარნი. ჯანდაცვის სამინისტროშიც იყო 2 ინფიცირებული, მაგრამ სამინისტრო კი არ დაუკეტავთ, მეორე დღიდანვე ჩვეულებრივ გააგრძელეს მუშაობა, ჯანდაცვის სამინისტროს შენობა არ არის დახურული სივრცე? ერთმანეთის გვერდით არ სხედან იქ ოპერატორები? არადა, მათ ნამდვილად შეუძლიან სახლიდან იმუშაონ და ხელფასებსაც არავინ დაუკავებს, ჩვენ კი პირდაპირი გაგებით, პურის ფულის გარეშე დავრჩით”
კომენტარები