ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა რევოლუციური გარღვევაც კი მოახდინოს.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„სულ ახალი გამოგონებაა ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ. ეს ტერმინი მხოლოდ სპეციალისტებმა იციან.
მონოკლონური ანტისხეულები, რომელი დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენეს ყველგან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუ ეს კოვიდის დროსაც წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა რევოლუციური გარღვევის ტოლფასი იყოს.
კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას“
შეგახსენებთ, კლინიკაში, რომელშიც ახლა მსოფლიო მნიშვნელობის გამოცდები იწყება, წვიმის წყალი ჩადის! კიდევ ერთხელ ჩვენი დიდი პატივისცემა “ინფექციურის” ყველა ექიმს და ექთანს, რომლებიც მართლაც გმირულად იბრძვიან და ეჭვიც არ გვეპარება, რომ თავიანთ დიდ წვლილს შეიტანენ კორონავირუსის დამარცხებაში.
ასეთი ადამიანები რომ გეყოლება გვერდით და შენ, სამინიწტრო, სტატისტიკასაც რომ ვერ/არ აცხადებ, მარტო საწოლფონდის მოწესრიგება რომ გაბარია და ოჯახის ექიმების გადამზადება და იმასაც ვერ აბამ თავს, დაპირებულ შენობასაც კი არ აძლევ “ინფექციურს” და მეტიც, სასამართლოში უჩივი, რატომ უკეთესი შენობა არ მოიტანე სახლიდანო – კი ხარ სამარცხვინო, აბა, რა გქვია?
კომენტარები