ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს პატარა თიკა თედორაძეს გურული დღიურები სტიპენდიას დაუნიშნავს და საუკეთესო განათლებას მისცემს.
ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს:
“ხელვაჩაურში, სტიქიას შეწირული ოჯახიდან, ცოცხალი მხოლოდ 12 წლის თიკა თედორაძე დარჩა. გოგონას დეკემბრიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მერეც სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს”
კომენტარები