30 შემთხვევა 100 000-ზე ეს ფაქტობრივად იმის მანიშნებელია, რომ „მწვანე ზონაში“ აღარ ვართ. – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ ციფრს მივუახლოვდით და ისედაც ფაქტია, რომ ჩვენ მომდევნო დღეებშიც გვექნება აღმავლობა და უკვე აღარ ვართ „მწვანე ზონა“.
ცოტა კიდე გაგრძელდება აღმასვლა, მოხდება სტაბილიზაცია და შემდეგ დაიწყება შემცირება. საბოლოო გარდატეხა კი მაშინ მოხდება, როდესაც ვაქცინა გვექნება და ეს იქნება 2021 წლის დასაწყისში“
კომენტარები