სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში ჩავიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი კონფლიქტის ზონაში 5 ოქტომბერს იმყოფებოდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა და ფრონტის წინა ხაზზე არსებული ოპერატიული სიტუაცია და აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები განიხილა.
კომენტარები