ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში, მოწამლულ ბავშვთა რიცხვი დღის მეორე ნახევარში 10-ით გაიზრდა. წინასწარი ინფორმაციით, პატარების მოწამვლის მიზეზად სასმელი წყლი სახელდება.
ცნობილია, რომ ბოლო ორ დღეში მხოლოდ ერთ კლინიკას 111-მა მოზარდმა მიმართა, მათი უმრავლესობა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სახლში აგრძელებს მკურნალობას.
კლინიკის სტაციონარში 24 არასრულწლოვანი რჩება. მედიკოსების თქმით, ყველა პაციენტს ერთი და იგივე სიმპტომი ახასიათებს.
თბილისიდან გორში მასიური მოწამლვის შემთხვევების მიზეზის დასაგენად ეპიდემიოლოგები ჩავიდნენ და მუშაობას იწყებენ.
გუშინ და დღეს დილით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 250-მდე მოზარდია დაავადებული, მე-7 საჯარო სკოლა აცხადებს, რომ 230 მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში და დიდი ალბათობით, ისიი ყველანი მოწამლულები არიან, დირექტორმა ისაუბრა რამდენიმე პედაგოგის მოწამვლის ფაქტზეც.
თავის მხრივ, წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში, აცხადებს, რომ მან ჩაატარა კვლევა და გორში სასმელი წყალი სრულად აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს.
კომენტარები