აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ გასანოვმა უწყების საგანგებო შეხვედრა გამართა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის გაანალიზება მოხდა, გადაწყდა რომ სამხედრო ოპერაცია უნდა გაგრძელდეს, რომლის საბოლოო და შემდგომი მიზანი იქნება მტრის პოზიციების მიზანში ამოღება და მათი განადგურება.
თავდაცვის მინისტრმა დავაალა არმიას, რომ მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აუცილებელი ზომები, რათა გაათავისუფლონ ოკუპირებული ტერიტორიები, დაგეგმონ კონკრეტული გეგმები, რომლითაც სომხეთის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას მათ არსენალში არსებული ზუსტი და დამანგრეველი ძალის მქონე იარაღის გამოყენებით დაესხმევიან თავს და მიიტანენ იერიშს.
კომენტარები