„არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ გვერდების უკან ია მეტრეველის ორგანიზაცია “დავასრულოთ” დგას.
სამივე საიტი სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არის დაკავებული.
ინფორმაციას სამართლიანი არჩევნები (ISFD) ავრცელებს.
ოპოზიციის წინააღმდეგ მართული ორგანიზებული დისკრედიტაციული კამპანიის სამი „ფეისბუქ“ გვერდის: „არქივი • Archive“, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ უკან ია მეტრეველის მიერ დაარსებული ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დგას.
7 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც საქართველოში „ფეისბუქის“ რეკლამების ბიბლიოთეკა სრული სახით ამოქმედდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „დავასრულოთ“ დარეგისტრირდა. 12 აგვისტოს გამართულ პრეზენტაციაზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “„დასრულებაა“.
22 სექტემბრიდან „ფეისბუქ“ გვერდების „არქივი • Archive“-ის, „პოლიტიკური მოთვალთვალე“ და „დავასრულოთ“ დასპონსორებული პოსტების შესაბამისი დეკლარირების ველში თანხის გადამხდელად ორგანიზაცია „დავასრულოთ“ მიეთითა, ხოლო საკონტაქტო ინფორმაციად ამავე ორგანიზაციის მისამართი და სატელეფონო ნომერი განთავსდა – წერია ISFD-ის ანგარიშში.
კომენტარები