13 წლის ილია ფილფანის ოჯახი ფულად ჯილდოს აწესებს. იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული მოზარდის შესახებ ფილფანებს ვინმე ინფორმაციას მიაწვდის, ოჯახი მზად არის 50 000 ლარი გადაიხადოს.
თუ კი იცით, სად არის ამჟამად ბიჭი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს – 50 000 ლარის ოდენობით – აცხადებენ დაკარგული მოზარდის მშობლები
სვანეთში გაუჩინარებულ მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ. ინფორმაცია საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ვებგვერდზე – დაკარგულ პირთა სექციაში უკვე გამოქვეყნებულია.
13 წლის ილია ფილფანი სოფელ ლენჯერიდან 18 ივლისს გაუჩინარდა. ბავშვი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ილია ფილფანის საქმეზე შსს-მ მხოლოდ ერთხელ გააკეთა ბრიფინგი და მაშინაც მხოლოდ სამაშველო ღონისძიებაზე ისაუბრა! მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრული აქვს თავად გატაცების მუხლით.
ილიას ბაბუა წლების წინ, სახლიდან გავიდა და დაიკარგა, იგი დღემდე არ უპოვნიათ. მუშაობს თუ არა შსს შურისძიების ვერსიაზე, უცნობია. 13 წლის ბიჭის საქმეზე ისიც და პროკურატურაც დუმილის უფლებას იყენებენ, ვითარცა ეჭვმიტანილნი და მართლებიც არიან, ისინი მართლაც არიან ეჭვმიტანილნი, მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობისათვის.
კომენტარები