„ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, სამგორის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
აბესაძე შემთხვევის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
“სამხედრო ვერტმფრენი დააჯახეს ავტობუსს. ხო უნდა მოხერხება?”, – წერს ირაკლი აბესაძე.
კომენტარებში წერენ:
“ავტობუსის მძღოლის კომენტარი: ვმოძრაობდი ჩემთვის წყნარად და დამეჯახა ვერტმფრენი, აი მსოფლიო ქვეყანა ვართ”
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.



კომენტარები