ანა ცხოვრებოვა, ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი ჟურნალისტი, რომელმაც ტვ იმედის გენდირექტორის მოადგილესთან, ნიკა ლალიაშვილთან დიალოგი ჩაიწერა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გადასცა, გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ მეექვსე გრძნობამ უკარნახა ჩამწერის ჩართვის აუცილებლობა, რადგან მიხვდა, რომ ვიღაც შეეცდებოდა მის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენას.
“ჩანაწერებში კარგად ისმის, რომ იმედის დირექტორს სურდა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილიყო და ხელისუფლების სასარგებლოდ გაგვეშუქებინა ინფორმაცია. ამ დრომდე ჩვენთან მსგავსი კომუნიკაცია იმედის არცერთ დირექტორს არ ჰქონია. აქამდე ლალიაშვილთან არანაირი პირადი კომუნიკაცია არ მქონია და მეექვსე გრძნობამ მიკარნახა, რომ უნდა ჩამერთო ჩამწერი, მივხვდი რომ ვიღაც ეცდებოდა ჩემს სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას.
ჩვენთვის მიუღებელი იყო ის რასაც გვეუბნებოდნენ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ მოქმედება მიუღებელია ჩვენთვის. არ ვფიქრობ რომ რომელიმე ტელეკომპანია ფაშისტია. ეს ჩანაწერები საშინელებაა, ამიტომ გავაშუქეთ, სახალხო დამცველთან ერთად, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს მედიაზე ზეწოლა და მედია იყოს თავისუფალი”, – ამბობს ანა ცხოვრებოვა.
მისი თქმით, ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ ომში არცერთი პოლიტიკურინ ძალის წინააღმდეგ და თავიანთ საქმეს უნდა აკეთებდნენ:
“ჩვენ არ ვართ ომში არანაირი ძალის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ მხოლოდ იმიტომ ვართ ამ პროფესიაში, რომ მაყურებელმა იცოდეს ცუდი თუ კარგი ინფორმაცია. არ ვიცი, რა ტიპის კომუნიკაციები ჰქონდა ლალიაშვილს სხვა ჟურნალისტებთან. მას შემდეგ რაც ჩვენ წამოვედით იმედიდან, მათთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია”, – თქვა ანა ცხოვრებოვამ.
კომენტარები