“რეპორტიორის” რედაქტორი გიორგი მამაცაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“პირდაპირ გეტყვით ჩემს სათქმელს და აქვე დავაანონსებ!
ჭიქაში ატეხილ ქარიშხალზე მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას.
ფარული ჩაწერის დიდოსტატმა, ე.წ. ჟურნალისტმა, ვინმე ცხოვრებოვამ „ტელეიმედს“ და მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ნიკა ლალიაშვილს მიკერძოებაში და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში დასდო ბრალი.
თან, საკუთარი ხელმძღვანელი ფარულად ჩაწერა და მეტიც – სააკაშვილის ხელის ბიჭებსა და გოგონებს აახლა ეს ჩანაწერი ე.წ. „მთავარ არხზე“.
ე.წ. „ქარტიაშიც“ აფრინა განცხადება – მჩაგრავენ, თავისუფლებას მიზღუდავენ და მიშველეთო.
„ქარტიამაც“ არ დააყოვნა პასუხი და ჩვენი წესდების მეორე მუხლი დაარღვია „ტელეიმედის“ დირექტორის მოადგილემო – უსტარი აფრინეს. არადა, თქვენივე კუთვნილი თუ თქვენით გულმოცემული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა სწორედ პროფესიული თავისუფლების შეზღუდვასა და ქართული სახელმწიფოს ნგრევის ხაზზე გადის.
ესეც ორჯერ ორი რომ ოთხია, ისეა.
ახალს და თქვენთვის გასაკვირს არაფერს ვამბობ.
თქვენადა, ლენჩებო!
პირდაპირ გეტყვით ჩემს სათქმელს და აქვე დავაანონსებ: დამითმეთ ეთერი თქვენს „დემოკრატიულ“ ტელევიზიებში და არ შეზღუდოთ ჩემი ჟურნალისტური თავისუფლება.
დამითმოს ეთერი „ფორმულამ“ და პირველივე გადაცემა კეზერაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და ქართული ჯარის გაყვლეფის ანატომიას დაეთმობა!
„მთავარ არხზე“ ჩემს საავტორო გადაცემაში პირველივე გადაცემა ნიკა გვარამიას უზნეო და ბილწსიტყვაობით გაჯერებულ პროპაგანდას დაეთმობა!
და პარალელურად – 26 მაისს სააკაშვილისა და მერაბიშვილის სადისტური ხელისუფლების მიერ დარბეული, ნაცემი და ნაწამები ჟურნალისტების დევნის „ქეისებს“!
პირველივე გადაცემაში გავუშვებ სულგანათლებული სულხან მოლაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს ძველი არქივიდან, სადაც ბოკერიასა და მის „ფაფარაშლილ ლომებს“ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და პირდაპირ ადებს ხელს!
მერწმუნეთ, მაყურებელიც გეყოლებათ და თქვენს ობიექტურობაზეც აღარ გაუჩნდება ქართველ ხალხს კითხვები.
არქივზე არ იდარდოთ.
„ნაციზმის ანატომია“ ტომებადაა დაარქივებული ქართველი საზოგადოების მეხსიერებაში…
P.S.
მაგრამ, რისი თავი გაქვთ, თქვე პროფესიულად და ზნეობრივად ჩამორჩენილებო…
მიყურადების, ფარული ჩანაწერებისა და მერე ამ ჩანაწერებით შანტაჟის მეტი, არაფრის თავი არ გაქვთ თქვენ!
ესაა სიმართლე!
სააკაშვილის სახელობის უზნეობის ქარტიასა და გვამიჭამია ლეშებს ებარებოდეთ!”
კომენტარები