დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე ფიქრობს, რომ ამ საქმის ასე მოწყობა გარკვეულ წრეებს სჭირდებათ. მისი თქმით, ამაში მთელი საპატრიარქო ვერ იქნება ჩართული, ვინაიდან ივერი მელაშვილთან პატრიარქს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
“მათ არაფერში არ აქვთ დანაშაული, ეტყობა ეს სჭირდებათ გარკვეულ წრეებს და ამიტომ აკეთებენ. მე არ მგონია, რომ ამაში მთელი საპატრიარქო იყოს ჩართული, პატრიარქს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მასთან. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ სასულიერო წრეებშიც ვიღაცის გავლენის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი,”- აღნიშნა ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ.
ამ წუთებში მატროსოვის ციხეში ივერი მელაშვილს ადვოკატი ხვდება. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება დაცვის მხარეს რა სტრატეგია ექნება.
კომენტარები