მაია ასათიანმა “პროფილში” ნუცას შესახებ ისაუბრა:
“ამოირჩიეთ, გვითხრა ექიმმა, პაციენტის ტვინი კვდება, თუ საღამომდე, ოდნავი პროგრესი არ დადგა აპარატიდან უნდა გამოვრთოთ. გვერდით მივუწექი, ისე როგორც ბავშვობაში. სახეზე ხელები მოვკიდე და ბევრი ვეძახე, რომ დარჩენილიყო, რომ არ მოვეკალი… მერე ისევ შეიკრიბა კონსილიუმი და ითქვა, რომ პროგრესი არაა, რომ ტვინი მოკვდა, რომ ასე, აპარატით, მაქსიმუმ 7-8 დღე გულს ძალით შეუძლია მუშაობა, რომ ეს ორგანიზმს დიდ ტკივილს აყენებს. დედამ უნდა გადაწყვიტოს, გამორთონ თუ არა. აირჩიე – 7 დღე სიცოცხლე და ტანჯვა თუ ახლავე სიკვდილი, მითხრეს საქმიანად. დერეფანში გავედი, იატაკზე დავჯექი და თავი ჩავქინდრე, ვიცოდი რასაც ვიტყოდი, მაინც ვითხოვე 10 წუთი… ზუსტად ამ დროს, თბილისში, სოციალურ ქსელში, ჩემი, იატაკზე მოკუნტული ფოტო გავრცელდა, ჩვენი დედა-შვილობის ყველაზე კოშმარულ წამს, ვიღაცამ ტელეფონი აიღო, ფოტო გადამიღო და გაავრცელა…
– ეტკინება? – ვკითხე ექიმს.
– რა?- გაოცებულმა შემომხედა.
– როცა აპარატს გამორთავთ…
ვერაფერს იგრძნობს, ძილს გააგრძელებს, – მითხრა და ხელზე ხელი მომკიდა და მეც გადავწყვიტე…”
კომენტარები