მედიასაშულებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია (დედის დეიდა) რიტა ზურაბაშვილი საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების” პარტიის წარმომადგენლად დაინიშნა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ქალბატონ რიტას დავუკავშირდით, რომელიც AMBEBI.GE-ს შეკითხვამ ძალიან გააღიზიანა:
“წარმომადგენლად ახლა კი არ ვარ შვილო დანიშნული, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებში, ზურაბიშვილის მხარდამჭერი ვარ და რა ქვეყანა შეყარეთ, ვერ გავიგე?! საოლქოდან ვარ წამოსული, წლებია კომისიაში ვარ და ვიქნები კიდეც!
ერთი კიდევ თუ დავინახავ ჩემთან მოსულ ჟურნალისტებს, ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. რაც მე ჟურნალისტებმა დღე მაყარეს, როგორი შემოტევები მქონდა ჩემი შვილის დასაფლავების მერე.
40 წელია ამ საქმიანობას ვეწევი და გავაგრძელებ კიდევაც. რადგან ბავშვი გარდაიცვალა, ამით ცხოვრება დავამთავრო? რატომ გაინტერესებთ, რომელ პარტიაში მივალ, ვის მივცემ ხმას და რას გავაკეთებ? რა თქვენი საქმეა?!”
კომენტარები