კრწანისის საარჩევნო კომისიაში ბაჩალიაშვილის ბებიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად დანიშნვას გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი ეხმაურება და აცხადებს, რომ რიტა ზურაბაშვილი სახელისუფლებო ინტერესებს ატარებდა და ოჯახს აიძულებდა, თვითმკვლელობის ვერსია დაეჯერებინა:
„სულ ამტკიცებდა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, ამბობდა, რომ გამოსაძიებელი აღარაფერი იყო, პირდაპირ ვიტყვი, რომ ნდობას უცხადებდა გამოძიებას. ეს ჯილდო არის მისთვის, რადგან ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა და ჩვენს წინააღმდეგ გამოდიოდა, განსაკუთრებით ჩემს მიმართ ჰქონდა დიდი აგრესია, ჩანერგილს მეძახდა… მგონი თვითონ არის ჩანერგილი“
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.
კომენტარები