კოვიდ 19 დაუდასტურდა მამაჩემს, ამიტომ გამოკვლევა ჩავიტარე მეც, ტესტის პასუხი კი უარყოფითია“-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ვარშალომიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გუშინ მამაჩემს დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც რამოდენიმე დღე ბათუმის საავადმყოფოშია. რეანიმაციულ განყოფილებაში. გამომდინარე აქედან დღეს გავიკეთე ტესტი, პასუხი უარყოფითია“, – წერს ლევან ვარშალომიძე.
ცნობისთვის, ლევან ვარშალომიძე საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიის სიის მეშვიდე ნომერია. აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიას ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების დაცვით კვლავ გააგრძელებს.
კომენტარები