თეთრი სახლის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც სარისკო ჯგუფად ჩაითვლებიან, ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ, ხოლო პოტენციური რისკის მატარებლები კარანტინში მოთავსდებიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ქვეყანაში აღარ შეუშვებენ.
აშშ-ში კორონავირუსი 5 პირს უფიქსირდება, ხოლო კარანტინის პირობებში დაკვირვება 195 ამერიკელზე მიმდინარეობს.
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 11,791-ს მიაღწია.
კომენტარები