ფილოლოგი, მაგდა აბესაძე სოციალურ ქსელში წერს როგორი იქნებოდა სულხან-საბას განმარტებები ვირტუალურ ტერმინოლოგიაზე.
გთავაზობთ პოსტს:
დაგულვა – ოდეს კაცსა მეტისმეტი სიყვარულის გამჟღავნება მოესურვოს მოყვასის ნამოქმედარსა, გინა სურათსა ზედა;
დაჰაჰავება – მეტისმეტი კრეჭვაი მავანთა განზიარებულის პასუხად;
ანფრენდი – მოკეთეობიდან უდიერი განტევებაი;
ჰეშთეგი – 1.ღვლარჭნილსიტყვაობა მთავავარ სათქუმელთა ქვეშე; 2. სხუადასხვა განძრახვითა მოწოდებაი;
დაბლოკვა – მოკეთეობიდან საუკუნო განტევებაი;
დატროლვა – ზაკუითა და ცბიერებითა მოყვასის სიცრუვითა შეცბუნებაი;
დაფრენდება – ოდეს კაცსა კაცისა დამოყვრებაი მოესურვოს;
თაგი – დამღა, გინა ტვიფარი კაცისა, აღბეჭდილი გვარ-სახელითა მისითა, ხანდისხან ნებსით, ხანდისხან უნებლიეთ;
ჰაიდი – მავანთა მიერ მოყვასის საქმეთა თვალთაგან მოშორვებაი, გულის სიმშვიდისათვის;
ჩათი – ალაგი ხუაშიადის გამჟღავნებისათვის, გინა სააშიკოდ, გინა სალაღობოდ;
ჩექინი – კაცისა მიერ საკუთარი სამყოფელის აღბეჭდვა, მეტისმეტი თავმოწონების განზრახვითა;
ექაუნთის გაუქმება – საუკუნო სიმშვიდე;
კომენტარები